Artist

Alex Bardet | Aleksandre Gogeishvili

Alex Bardet
Aleksandre Gogeishvili

Alex Bardet ბათუმელი პიონერი DJ, URBAN-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სცენის ტექნიკური ხელმძღვანელის, ალექსანდრე გოგეიშვილის, სასცენო სახელია.
Alex Bardet-ის მრავალწლიანი მუსიკალური კარიერა სცდება ადგილობრივ საზღვრებს და ითვისებს საერთაშორისო სცენას. მისი უნიკალური სტილი მსმენელის გულისცემის რითმს, სუნთქვის ტალღებსა და ხასიათს ჰყვება, რაც თითოეულ კომპოზიციას განსაკუთრებულ ემოციასა და ენერგიას მატებს.
მისი მუსიკა ჰგავს ბათუმის აღელვებულ ტალღებს – გაღელვებს, აღგაფრთოვანებს და თითოეულ ნოტში ასახავს ზღვის ხასიათს. მისი  შესრულება ქმნის ატმოსფეროს, რომელიც დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობისთვის გიწვევთ.